საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20488

ფაქტი 20488

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე განიხილეს 21 ნოემბრის სხდომის დადგენილება, რომ გიმნაზიის კომიტეტი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას მუზეუმისა და ბიბლიოთეკისთვის რამდენიმე ოთახს იმ პირობით დაუთმობდა, თუ ამ ოთახებით მანამდე ისარგებლებდნენ, სანამ გიმნაზიის კომიტეტს თვითონ დასჭირდებოდა, ოთახების მოვლაზე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასა და საისტორიო საზოგადოებას უნდა ეზრუნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20488; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .