1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა გამგეობისა და 23 ნოემბრის კრების წევრების მიერ ერთობლივად შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც ეწერა, რომ გამგეობას უნდა შეედგინა და დაებეჭდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის საჭირო წიგნების სია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი