საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2056

ფაქტი 2056

1918 წლის 21 სექტემბერს ჩატარებულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე მიიღეს დადგენილება პირველ მუხლს მიემატოს შენიშვნა: ეროვნულ უმცირესობათა ენის ხმარება ცალკე კანონით განისაზღვრება. მხოლოდ მესამე მუხლს ასეთი შენიშვნა: წესი ამ უფლებით სარგებლობისა და თარგმნისა განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც იმუშავებს საბჭო. დანარჩენი მუხლები უცვლელად იქნა მიღებული. ამნაირად შესწორებული დებულება სახელმწიფო ენისა წარედგინოს საბჭოს პრეზიდიუმს. მომხსენებელი იქნება რ. არსენიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2056; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .