საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20662

ფაქტი 20662

1912 წლის 30 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ „ქართული სამართლის წიგნისა“ და „როსტომიანის“ შეუფერხებლად გამოცემისთვის აუცილებელი იყო სისტემატური მუშაობა და საჭირო ხელნაწერები. ხელნაწერთა უვნებლად დაბრუნებაზე პასუხისმგებლობას საზოგადოების საბჭო საკუთარ თავზე იღებდა. წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20662; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .