საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20681

ფაქტი 20681

1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ უგზავნის შემოსავალ-გასავლისა და წევრთა სიებს. იუწყება, რომ ომის გამო განყოფილება კრიტიკულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გავიდა. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20681; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .