საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20697

ფაქტი 20697

1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა მეტეხის ბიბლიოთეკის გამგე ირაკლი თაზიშვილმა, რომ მეტეხის ბიბლიოთეკისთვის ეწოდებინათ: „ბიბლიოთეკა-სამკითხველო მიხეილ გიორგის ძე თუხარლიშვილისა“, რომლის მემკვიდრეები მზად იყვნენ ბიბლიოთეკისთვის შემოეწირათ 300 მანეთი და ასევე რუსული და ქართული წიგნები. გამგეობამ შემოწირულობისთვის თუხარლიშვილის მემკვიდრეებს მადლობა გამოუცხადა, ბიბლიოთეკისთვის სახელის შეცვლაზე კი უარი განუცხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20697; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .