1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განცხადება გააკეთეს, რომ აღალო თუთაევის შვილმა დავითმა დიდუბის ბიბლიოთეკას შემოსწირა თავისი მამის ლიტერატურული ნაწარმოებები და 5 წლით უფასოდ დაუთმო ადგილი თავის სახლში დიდუბის ბიბლიოთეკას, ასევე გამგეობას შესთავაზა, რომ დიდუბის ბიბლიოთეკა გამხდარიყო „აღალო თუთაევის“ სახელობის, რაზედაც გამგეობამ უარი განუცხადა, ხოლო შემოწირულობისთვის მადლობა წერილობით გაუგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი