საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20813

ფაქტი 20813

1899 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას სიტყვიერი მოხსენების შესახებ, რომელიც ითხოვდა, გამგეობას დაეწყო მზადება საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის. დადგინდა, ამ საკითხის განსახილველად შემდეგი კრებისთვის მოეწვიათ გამგეობის ყველა წევრი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20813; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .