1912 წლის 31 იანვარს სამსონ კონსტანტინეს ძე თაყაიშვილი, რაჟდენ გიორგის ძე კონტრიძე, სამსონ ივანეს ძე შავიშვილი, გიორგი ხოსროს ძე გოგოლიშვილი, ივანე იულონის ძე მჟავანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლიხაურის განყოფილების წევრები გახდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოფ. ლიხაურის განყოფილებასთან, მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი