1915 წლის 6 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილებამ  (თავმჯდომარე ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძე) წარმოდგენა გამართა. შემოსავალმა 40 მანეთი და 96 კაპიკი შეადგინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოფ. ლიხაურის განყოფილებასთან, მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი