საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20874

ფაქტი 20874

1916 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის შუამდგომლობით ომისაგან დაზარალებულთა შვილებისათვის თავშესაფარი მოეწყო მხოლოდ ბაქოსა და სოხუმში, ბათუმში თავშესაფრის მოწყობა ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებამ შესაფერისი ბინა ვერ მოძებნა. სოხუმის თავშესაფარში 12 ლტოლვილი იყო, რომელთაც ხელსაქმეს, ჭრა-კერვასა და ზოგადი განათლების საგნებს ასწავლიდნენ, ბაქოს თავშესაფრის 7 ლტოლვილი კი ქართულ წერა-კითხვას სწავლობდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20874; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .