საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2090

ფაქტი 2090

1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, სოციალისტ- დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ფრაქციებს ეცნობებინათ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არჩეული მათი წევრები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კრებას ვერ ესწრებოდნენ, ამიტომ ფრაქციებისთვის ეთხოვათ შესაფერი ზომების მიღება და კომისიის შევსება ახალი კანდიდატებით: სოც. დემ. ფრაქციიდან წარმოედგინათ ნ. ჟორდანია, სოც. ფედ. – გ. რცხილაძე, ნაც. დემ. – გ. გვაზავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2090; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .