საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20956

ფაქტი 20956

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ განაცხადა, რომ მოურავეებმა ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში ფუტკრის სკა გაანადგურეს, ღობე დაწვეს, ცაცხვის ხეები მოჭრეს და გაყიდეს 52 დესეტინაზე მეტი ტყის მიწა. რუხაძემ თქვა, რომ ამ ყველაფრის შესახებ გამგეობას პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20956; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .