1914 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ შესული იყო 143 თხოვნა სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. ადმინისტრაციულმა სექციამ მთხოვნელთა სია განიხილა და სტიპენდიის მიღების ღირსად 46 ადამიანი მიიჩნია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი