1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, სამშენებლო კომიტეტს სესხად 1 800 მანეთი მისცა, მთავარ გამგეობას გაუგზავნა – 954. 68, დარჩენილი 923. 76 მანეთი წვრილმან ხარჯებსა და განათება-გათბობაზე დახარჯა. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 1889. 82 მანეთი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი