საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21127

ფაქტი 21127

1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ გამგეობას ჟურნალ „განათლების“ პერიოდულ გამოცემაში უნდა დაებეჭდა ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოების შესახებ. ასევე გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს დაავალა დაეანგარიშებინა, თუ რა თანხა დასჭირდებოდა 16-გვერდიან დამატებას ჟურნალ „განათლებაში“. ლ. ბოცვაძის ცნობით, ასეთი დამატება წელიწადში გამგეობას დაუჯდებოდა 201 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21127; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .