საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21170

ფაქტი 21170

1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია ოქროპირის ასულ გოგოლაშვილის თხოვნა ავადმყოფი ქმრის, დამსახურებულ მასწავლებელ ივლიანე გოგოლაშვილისთვის დახმარების მომატების შესახებ. იმდროინდელი დახმარება თვეში 1 000 მანეთს შეადგენდა. გამგეობამ დაადგინა, გოგოლაშვილისთვის პირველი თებერვლიდან თვეში ორასი თუმანი მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21170; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .