საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21221

ფაქტი 21221

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1907 წლის 9 დეკემბერს საზოგადო კრებამ აირჩია კომისია ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის შემადგენლობით, რომელთაც საზოგადოებასთან ერთად უნდა ემუშავათ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საქმეზე. კომისიამ გამგეობასთან ერთად დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა-მუზეუმი დროებით დარჩენილიყო ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში და არ გადასცემოდა საისტორიო საზოგადოებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21221; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .