საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21287

ფაქტი 21287

1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ საზოგადოებას დაეთმო წიგნები ნისიად, ღია ანგარიშით. სამტრედიის გამგეობამ წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის და, წიგნებთან ერთად, საკანცელარიო ნივთების გაყიდვის ცნობაც წარმოადგინა, აღნიშნეს, რომ მაღაზიაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საზოგადოების წევრები – გიორგი სიხარულიძე და დავით კვანტალიანი. გამგეობამ სამტრედიის განყოფილებას 300 მანეთი გადასცა ღია ანგარიშით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21287; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .