საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2134

ფაქტი 2134

1917 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე დ. გ. აბხაზმა განაცხადა, რომ მის მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული საჭიროება ეკონომიკური საბჭოს შექმნისა სწორედ იმ სახით, როგორზეც ს. ფ. ზავალიშინი და ე. ი. დიატკინი საუბრობდნენ. შეკრებამ ერთხმად გამოიტანა დადგენილება: 1. მიესალმონ ამიერკავკასიის კომისარიატის, როგორც ერთიანი სახალხო ხელისუფლების, შექმნას; 2. ასეთი კომიტეტის შექმნა აუცილებელია რაიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების რეგულირებისთვის; 3. ეკონომიკურმა საბჭომ უნდა განიხილოს რაიონის სახალხო სამეურნეო საკითხები; 4 განისაზრვროს ის ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც შევლენ ეკონომიკურ საბჭოში: კავკასიის რაიონის საქარხნო კომიტეტი, ამიერკავკასიის კომიტეტი საწვავისთან დაკავშირებით, ბაქოს კომიტეტი საწვავთან დაკავშირებით, ამიერკავკასიის რკინიგზა, სამეურნეო სამმართველოები, გაერთიანებული ორგანიზაციები შრომის საკითხებთან დაკავშირებით, ნავთობწარმოების საბჭო, გეოლოგიური საბჭო, ამიერკავკასიის ტექნიკური ძალების საბჭო, ნავთობწარმოების მუშათა კავშირი, ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომელთა კავშირი, ამიერკავკასიის ოლქის სამხედრო კომიტეტი, ბაქოს ოლქის სამხედრო კომიტეტი, ამიერკავკასიის აგრონომიული ორგანიზაცია. 5. დაევალოს ეკონომიკურ საბჭოს თავად შეადგინოს ამიერკავკასიის კომისარიატის ეკონომიკური საბჭოს პროექტი. 6.აუცილებლად ჩაითვალოს ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტი ჩრდილოკავკასიასთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2134; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .