1914 წლის სექტემბერში სასკოლო სექციამ ვერის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებელის, ევგენია ეგაძის სამსახურიდან განთავისუფლება და მის ნაცვლად ანა შარაშიძის დანიშვნა გადაწყვიტა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სექციას მასწავლებლობის მსურველთა სიის ხელმეორედ გადახედვა სთხოვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი