საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2173

ფაქტი 2173

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედი კომპარტიის და კომინტერნის ტაქტიკის და სტრატეგიის ღრმა თეორიულ და აკადემიურ შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევდა. მუშაობის ნაყოფიერებისთვის მთელი უჯრედი „შემაკავშირებელ“ 16 წრედ იყო დაყოფილი. აქედან 14 წრე რუსული იყო, რუსულის არამცოდნეთათვის: 1 ქართული და 1 თურქული. თითოეულ წრესთან უჯრედის ბიუროს მიერ მიმაგრებული იყო მდივანი - ხელმძღვანელი. წრეების სხდომა იმართებოდა 2 კვირაში ერთხელ, სადაც წრის მიერ დანიშნული სტუდენტი აკეთებდა მოხსენებას იმ მასალის მიხედვით, რომელსაც წრის ყველა წევრი წინდაწინ ეცნობოდა.

წელი:
1923
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
კომუნისტი, 1923 | 7 ნოემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2173; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .