საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21743

ფაქტი 21743

1920 წლის 30 ივნისს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შედგენილი ქართულ-თურქული ლექსიკონის გამოცემის საკითხში დახმარებას სთხოვს (სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი ჯავახეთში ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი იყო. მან შეისწავლა თურქული და შეადგინა ქართულ-ოსმალური სახელმძღვანელო იმ სოფლების მცხოვრებთათვის, რომლებმაც 1628 წელს ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ენა დაივიწყეს).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21743; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .