1914 წლის 14 ოქტომბერს სასკოლო სექციამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სკოლისთვის ყოველწლიურად 120 მანეთის შემწეობის დანიშვნა სთხოვა. გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით მისი სურვილი დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი