საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 21810

ფაქტი 21810

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მუშათა მაგიდის განცხადება არსებული დეფიციტის დაფარვის თაობაზე. განცხადების თანახმად თითოეულ მოსამსახურეზე საჭირო 10000 მანეთი 1 თებერვლამდე უნდა შეეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის მიწოდება შეწყდებოდა. ვინაიდან პურის რაციონით 13 მოსამსახურე სარგებლობდა, შესატანი იყო 13000 მანეთი. გამგეობამ თანხის შეტანა დაადგინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 21810; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .