1909 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე) თხოვნით მიმართა საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისში, ეცნობებინათ ქუთაისის გუბერნიაში გახსნილ ფილიალთა რაოდენობა და გამგეობის წევრთა შემადგენლობა, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ უმოკლეს ხანში მოეწვიათ განყოფილებათა წარმომადგენლების კრება სამოქმედო გეგმის დასასახავად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი