1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე მოხსენება გააკეთა სასკოლო სექციამ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესახებ. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა „რუსკოე სლოვოს“ მეორე ტომში გაეკეთებინა შესწორებები და დასაბეჭდად გაემზადებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი