1885 წლის ივნისში ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ შეიტყო სათავადაზნაურო სკოლაში არსებული ვაკანსიის შესახებ და სთხოვდა, ეს ადგილი მისთვის მიეცათ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ბათუმის სკოლის მასწავლებლებს შორის | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი