1885 წლის 11 ივნისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას მისწერა, რომ მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, სწავლის დამადასტურებელ საბუთს ითხოვდნენ. მას უპასუხეს, რომ საქმეთა განსახილველად სხდომები ჯერ არ იმართებოდა, ამიტომ მოწმობათა მიცემის შესახებ პასუხს მოგვიანებით შეატყობინებდნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ბათუმის სკოლის მასწავლებლებს შორის | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი