1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ 12 წლის ქართველ მაჰმადიან ბავშვს, მერაჯან ბოლქვაძეს სკოლისათვის მოსამზადებლად თვეში 10 მანეთი სტიპენდია დაუნიშნა, ბავშვის მოვლა-პატრონობის სხვა ხარჯებს ეპისკოპოსი ლეონიდე სოლომონის ძე ოქროპირიძე იხდიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი