1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სკოლისთვის სთხოვა: 20 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, 15 იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, 10 სოკოვინის სახატავი, 25 კალანდარიშვილისრუსული ენის სახელმძღვანელო, 18 სემენოვის „დარ სლოვა“, 2 მიხეილ ნასიძის ქრესტომათია, 20 დაფა, 120 სახატავი რვეული, 120 ქართულისა და ამდენივე რუსულის რვეული. საზოგადოებამ თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ბათუმის სკოლის მასწავლებლებს შორის | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი