1885 წლის 29 სექტემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს ძალიან მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, ხელფასი არ ჰყოფნიდა, მიუხედავად ამისა, დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებდა, ამიტომ სთხოვდა, დაეჯილდოებინა იგი 10 თუმნით და მისი ხელფასიდან არ გამოერიცხა ბათუმის სკოლის სასარგებლოდ გამართული ცირკის წარმოდგენიდან შემოსული ფული.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ბათუმის სკოლის მასწავლებლებს შორის | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი