1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილებამ (თავმჯდომარე სიმონ დავითის ძე ჯაფარიძე) ჭიათურის შავი ქვის საბჭოს მიერ გადაცემული 3 000 მანეთის თამასუქები გაანაღდა. ამ თანხით სურდა, ქუთაისის მასწავლებელთა კავშირის ჭიათურის განყოფილებას ქალთა პროფესიული სასწავლებლის დაარსებაში დახმარებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი