1885 წლის ოქტომბერში გრიგოლ დიმიტრის ძე გაბაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობის მინდობილობით იულია დავითის ასულ ჩხეიძისას სთხოვა, მიმდინარე სასწავლო წელს ბათუმის სკოლაში ესწავლებინა. ი. ჩხეიძე გაბაშვილის წინადადებას ასეთი პირობით დათანხმდა: დღეში ერთ საათს არითმეტიკას ასწავლიდა სამ კლასს და წლის ბოლოს 200 მანეთ ანაზღაურებას მიიღებდა.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ბათუმის სკოლის მასწავლებლებს შორის | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი