წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების 1926 წლის 12 იანვრის სხდომაზე განიხილეს ოსეთის განყოფილების კომისარიატის თხოვნა, ქართული სკოლებისათვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისარიატის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემები გადაეცა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

წყარო: წიგნების გამომცემელ-გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომების ოქმები და ჟურნალები | 1926-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი