1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს შიო არაგვისპირელის პატივსაცემად გაწეული ხარჯი: გვირგვინისთვის ათი მანეთი, ლენტისთვის ექვსი მანეთი, განცხადებისთვის ათი მანეთი, წარწერისთვის სამი მანეთი. სულ ოცდაცხრა მანეთი. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

წყარო: წიგნების გამომცემელ-გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომების ოქმები და ჟურნალები | 1926-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი