საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2220

ფაქტი 2220

1918 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებაში გზათა მინისტრი ლორთქიფანიძე კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ სამინისტროს საერთო საქმეთა განყოფილების უფროსმა, პ. ს. ფიცხელაურმა, რომელსაც რკინიგზის ექსპლოატაციაში შექმნილი ქაოსური მდგომარეობის გამო 5 სექტემბრიდან დროებით დაევალა რესპუბლიკის ყველა რკინიგზის კონტროლი, ადმინისტრაციული გამოცდილებისა და სარკინიგზო საქმის ცოდნის გამო შეძლო დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება და გზებზე ნორმალური პირობები შექმნა. ამისთვის მას მადლობას უხდის. 15 ოქტომბრიდან გზას ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაუბრუნდება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2220; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .