საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22221

ფაქტი 22221

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გ. ცინცაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან, გამგეობის წევრს თვეში ხელფასი 150 მანეთი ჰქონდა, მუშას კი – ექვსჯერ ნაკლები, 3 მანეთი საწევრო გადასახადი ორივეს არ უნდა გადაეხადა. წესით და რიგით, გამგეობის წევრს მუშასთან შედარებით ექვსჯერ მეტი – 18 მანეთი უნდა გადაეხადა, მუშას კი – 3, მაგრამ 18 მანეთის გადახდაზე ყველა უარს იტყოდა და მაშინ განაცხადებდნენ, რომ ხალხი ვერ შეძლებდა 18 მანეთის გადახდას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22221; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .