1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხმა წინა კრებაზე მწვავე კამათი გამოიწვია, ოპონენტები უხეში ტონით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და იგივე რომ არ განმეორებულიყო სჯობდა კენჭისყრით გადაეწყვიტათ საკითხი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი