1925 წელს წიგნების გამომცემელმა და გამავრცელებელმა ქართველთა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას მისწერა, რომ თანახმა იყო წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის გადაეცა. ეს საქმე დაავალეს წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გამგეობის მდივანს, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს.

წყარო: მიმოწერა წიგნსაცავ-მუზეუმისა და არქივის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ | 1925-1926
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი