საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22393

ფაქტი 22393

1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სენაკის განყოფილების გამგეობა აუწყებს, რომ ადგილობრივმა რევკომმა ჩამოართვა მას მაღაზია და სხვა ქონება და რჩევისთვის მიმართავს მთავარ გამგეობას. მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა კომისრისა და განათლების კომისარიატის წინაშე შუამდგომლობა ჩამორთმეული ქონების სენაკის განყოფილებისთვის დაბრუნების საკითხზე. ასეთივე პრობლემა ყოფილა ბორჯომის განყოფილებაშიც და გამგეობამ ამ საქმესთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა შუამდგომლობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22393; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .