1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განხილული წლის ანგარიში და ხარჯთაღრიცხვა არ დაადასტურა თევდორე კიკვაძემ. მისი აზრით, ამ დოკუმენტებში ბევრი რამ საეჭვო იყო და შემდგომ შესწავლას საჭიროებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი