1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა მომსახურე პირთათვის დახმარების მიცემას სურსათის შესაძენად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მომსახურე პირთათვის სურსათის შესაძენად ერთი მილიონი მანეთი სესხის სახით. ეს თანხა 1 აგვისტოდან 5 თვის განმავლობაში დაექვითებოდა მათ ჯამაგირიდან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი