1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მაღაზიების სამუშაო გრაფიკის შესახებ. მთავრობის განკარგულების მიხედვით, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მაღაზიის გამგის აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო მაღაზიის დილის ცხრის ნახევარზე გაღება და ოთხ საათზე დაკეტვა. გამგეობა ამ მოსაზრებას დაეთანხმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი