საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22665

ფაქტი 22665

1919 წლის 3 მაისს რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის წევრმა მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილმა განათლების სამინისტროს ონიდან მისწერა, რომ სასწავლებლებს დაბალ საფეხურზე სწავლებისას მოსწავლისთვის ზოგადი ცოდნა უნდა მიეცათ, რადგან სპეციალური ცოდნის მიღება 7-10 წლის ბავშვისთვის შეუძლებელი იყო. მისი თქმით, პირველდაწყებით სკოლაში სწავლა სამწლიანი, ხოლო უმაღლეს პირველდაწყებით სკოლაში ოთხწლიანი უნდა ყოფილიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22665; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .