1920 წლის 24 მაისს სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო კომიტეტის წევრების – აკაკი გაბრიელის ძე შანიძის, გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანის, სერგი რომანოზის ძე გორგაძისა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის – ორგანიზებით ქართული ენის მცოდნეთა ყრილობა გაიხსნა. ყრილობის მიზანი სავალდებულო სალიტერატურო ქართულის ნორმების შემუშავება იყო.

წყარო: მიმოწერა სავალდებულო ქართულის შესამუშავებლად ქართული ენის მცოდნეთა ყრილობის მოწვევის შესახებ | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი