1910 წლის 5 ივნისს ქუთაისის და სენაკის სააზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართავს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას. მიზეზად ასახელებს კომიტეტის ფაქტობრივ უმოქმედობას: წევრთა უმრავლესობის სისტემატური დაუსწრებლობის გამო (დავით ხელთუფლიშვილი ავადმყოფობს, დავით ლორთქიფანიძე მოუცლელია, სერგი ჯაფარიძე და ნიკოლოზ ჭიჭინაძე თბილისში ცხოვრობენ მუდმივად) უმცირესობაში აღმოჩენილ წევრებს (დავით ბაქრაძე, იაზონ ბაქრაძე და კირილე ლორთქიფანიძე) კანონით არავითარი გადაწყვეტილების მიღების უფლება აღარ რჩებათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი