საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22853

ფაქტი 22853

1921 წლის 1-ელ თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოხსენება იქ არსებული ქართული სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ სკოლის შესანახად 500 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა. ამ თანხიდან 100 000 მანეთი მალევე უნდა გადაეცათ სკოლისთვის. გამგეობამ სკოლის გამგეს სკოლის საჭიროებისთვის გაწეული ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში მოსთხოვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22853; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .