გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა ი. დადიანმა გზათა მინისტრს აუწყა, რომ მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის N11 ბრძანების თანახმად, ფოთის პორტის ფლოტილიის მისაღებად და ნაოსნობის მოსაწყობად დანიშნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ინჟინერი პიასტრიკოვი, წევრები: ინჟინერ-მექანიკოსი დიმიტრიევი, ალექსანდრე ალანია და ფილიპე სპრინკველი. კომისია მალე გაემგზავრებოდა ფოთში.

წყარო: გზათა სამინისტროს ბრძანებები და განკარგულებები ფოთის პორტის მიერ გემების მიღების და შავ ზღვასა და მდინარე რიონზე ნაოსნობის გახსნის შესახებ | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 2
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი