საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 22862

ფაქტი 22862

1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება, რომელიც ეხებოდა წიგნების ფასების გადასინჯვას. განჩინების თანახმად, გამგეობამ პრეზიდიუმს მიანდო ეს საკითხი. გადაწყდა, რომ ფასების მომატება მაღაზიის გამგის მოსაზრებისა და თ. კიკვაძის მოხსენების გათვალისწინებით მომხდარიყო. წიგნების ნისიად გაცემა აიკრძალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 22862; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .